როდის გაიხსნება ბუფეტები სკოლებში? - ეკატერინე დგებუაძე დეტალებზე
07-03-2021
სკოლებში ბუფეტების გახსნის ვადებს განათლების სამინისტროში კვლავ ვერ ასახელებენ. განათლების მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის თქმით, სკოლების ბუფეტების ნაწილი ვერ აკმაყოფილებს რეგულაციებს, ამიტომ მოსწვლეთა ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დადგება.
„ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ისეთი სკოლის ბუფეტები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ არსებული წესებისა და რეკომენდაციების დაცვას, შესაბამისად ჩვენ მოსწავლეების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ. ვმუშაობთ რეკომენდაციებზე და ვნახოთ, როგოც დარეგულირდება სიტუაცია, თუმცა ვცდილობთ გავითვალისწინოთ მეიჯარეების ინტერესებიც, შესაბამისად, განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტებს“,- განაცხადა ეკა დგებუაძემ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს