დიდი თონეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დედის დღის აღსანიშნავად ნამუშევრები შექმნეს
04-03-2021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი თონეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დედის დღის აღსანიშნავად ნამუშევრები შექმნეს.
პატარებმა ხელოვნების გაკვეთილზე ფერადი ქაღალდებითა და სხვადასხვა რესურსით ხელნაკეთი ნივთები დაამზადეს. ბავშვები მონდომებით მუშაობდნენ. მათ ლამაზად გაფორმებული მისალოცი ბარათები დედებს მიუძღვნეს.
აქტივობა მოსწავლეებისთვის შემოქმედებითი და საინტერესო იყო.