თბილისის N115 საჯარო სკოლის მოსწავლეებს izrune.ge-ს თებერვლის შემაჯამებელ ტესტში სამაგალითო შედეგი აქვთ
04-03-2021

თბილისის N115 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ლიზი ბერიკაშვილმა, მათე პაპიაშვილმა, გეგა მგალობლიშვილმა, ქეთევან გულბანმა, ლაზარე გულბანმა და ილია გულბანმა izrune.ge-ს თებერვლის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და ოქროს დიპლომები დაიმსახურეს. 

მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი და ყოველთვის სამაგალითო შედეგი აქვთ. ამჯერადაც, შემაჯამებელ ტესტში მათ უმაღლესი ქულები დაიმსახურეს.

სკოლის დირექცია ამაყობს წარჩინებული და აქტიური მოსწავლეებით.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203