ბოლაჯურის საჯარო სკოლაში სოციალური კამპანია განხორციელდა
04-03-2021
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლაში სოციალური კამპანია, სახელწოდებით „უთხარი არა ადიქციურ ჩვევებს“ განხორციელდა.

სკოლის ინფორმაციით, სამოქალაქო განათლების პედაგოგის, თამარ აბრამიშვილის ინიციატივით, მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეები „საქართველოს ადიქტოლოგიის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.

ღონისძიება მიზნად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს. კამპანიის ფარგლებში, მოსწავლეებმა საზოგადოებას ადიქციური ჩვევების თემატიკაზე შექმნილი სლოგანები წარუდგინეს.

აღნიშნული კამპანიის დასრულების შემდეგ, სკოლის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგი თამარ აბრამიშვილი და ბოლაჯურის საჯარო სკოლა სიგელებით დაჯილდოვდებიან.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203