პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წელი - არლის საჯარო სკოლაში ვაჟა თათეშვილს საპატიო ვარსკვლავი გაუხსნეს
04-03-2021
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის პედაგოგის, ვაჟა თათეშვილის პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წლის იუბილის აღსანიშნავად, საპატიო ვარსკვლავი გაიხსნა.
სასკოლო საზოგადოება ღვაწლმოსილ პედაგოგს საიუბილეო თარიღს ულოცავს და შემდგომ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.
„არლის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ამავე სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილ პედაგოგს, ვაჟა თათეშვილს ამავე სკოლაში პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წლის იუბილეს, რის აღსანიშნავადაც სკოლის შენობაში გაიხსნა ვაჟა თათეშვილის საპატიო ვარსკვლავი. კოლექტივი უსურვებს ბატონ ვაჟას ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლესა და წარმატებულ პედაგოგიურ საქმიანობას“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს