„არა ოკუპაციას“ - ნაკიფუს თემის N2 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ნახატები შექმნეს
04-03-2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავს პრეზენტაცია მიუძღვნეს.
სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებს შესთავაზეს საინტერესო მასალა, რომელიც ფართო მონიტორზე პროექტორით უჩვენეს.
„ბავშვების ასაკის შესაბამისად, მოძიებული იყო საინტერესო და ადვილად აღსაქმელი მასალა. ბავშვებმა ასევე ნახეს ძველი რუკები და გაიგეს როგორი იყო საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და როგორია დღეს. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ნახატები ოკუპაციის თემაზე და გუნდურად იმუშავეს პლაკატზე - „არა ოკუპაციას", - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს