თბილისის N69 სკოლის მოსწავლემ, ანასტასია სონღულაშვილმა izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი მოიპოვა
თბილისის N69 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერადაც, სკოლის მოსწავლემ ანასტასია სონღულაშვილმა თებერვლის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და ოქროს დიპლომი დაიმსახურა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.