კარწახის საჯარო სკოლაში დედის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
04-03-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლაში 3 მარტი გრანდიოზულად აღინიშნა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მე-7 კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელის, სათენიკ ვარდერესიანის ხელმძღვნელობით, დედის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს.

„ნეტავ ვინ თქვა პირველმა „დედა“ და რა გრძნობა იყო ის - იყო გაცნობიერება სიყვარულის, თავდადების, სიამაყის?...

მოვეფერეთ, მივულოცეთ, თბილი და ამაღელვებელი სიტყვებიც მივუძღვენით, მაგრამ გამოვხატეთ კი ის სიყვარული, რასაც ვგრძნობთ... ალბათ არა ...რატომ?... დედაშვილობა ხომ გრძნობაა უსიტყვო, უხმაურო, მაგრამ ბევრისმთქმელი გრძნობა...

დედის დღე მეშვიდეკლასელებმა და მათმა დამრიგებელმა სათენიკ ვარდერესიანმა განუმეორებლად აღნიშნეს. ყველაფერი იყო - ღიმილი, იუმორი, ცრემლიც კი ...და ბოლოს, სურვილი, რომ დედა დიდხანს უნდა ჰყავდეს შვილებს ბურჯად, იმედად, მფარველად“, - აცხადებენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203