„მხარში ვუდგავართ ერთმანეთს და ასე ვგაზაფხულობთ ყოველი დღე“-ქვედა სიმონეთის N1 სკოლის დირექტორის მილოცვა პედაგოგებსა და მოსწავლეთა დედებს
04-03-2021

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია აბულაძე პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს დედის დღეს ულოცავს. 

„ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლას წელიწადნახევარია ვხელმძღვანელობ და ვასრულებ დირექტორის მოვალეობას. ამ დროის განმავლობაში სულ გაზაფხულია ჩვენთან და ყველაზე მეტად გვეგაზაფხულება ახლაც, როცა ასე რთული პერიოდია სამყაროში. ერთმანეთს იმედი და ნუგეში ბევრჯერ გავუზიარეთ ერთმანეთს, ისე როგორც არასდროს ვუდგავართ მხარში ერთმანეთს და ასე ვგაზაფხულობთ და გვეყვავილნარება ყოველი დღე. მშობელთა გვერდით დგომა, ნდობა და თანამშრომლობა არასდროს მოგვკლებია. მინდა ჩემ უსაყვარლეს კოლეგებს, რომელთ შორის უმრავლესობა ძვირფასი ქალბატონი და დედაა გაზაფხულის დადგომა და დედის დღე მივულოცო. ბედნიერი და ღიმილიანი დღეები არ დალეოდეთ. ჩვენი სკოლის მოსწავლეების დედებს და მსოფლიო დედებს განსაკუთრებული მოწიწებით ვულოცავ ამ დღეს მათ. ჩვენი შვილები გვილამაზებენ ცხოვრებას. დიდი პატივისცემით ნათია აბულაძე, ქვედა სიმონეთისN1 საჯარო სკოლის დირექტორი“, - ნათქვამია ნათია აბულაძის მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203