„ლამაზად შვილის აღმზრდელი, დედა მიცნია ღმერთადა!“- სალიბაურის N2 სკოლაში დედის დღეს ლიტერატურული კომპოზიცია მიუძღვნეს
04-03-2021

2 მარტს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის ინტელექტკლუბ „ლამპარის“ წევრებმა თემაზე - „ლამაზად შვილის აღმზრდელი, დედა მიცნია ღმერთადა!“ ლიტერატურული კომპოზიცია გამართეს. 

მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, ჩანახატები შექმნეს და პრეზენტაციები გამართეს. 

„პანდემიასთან დაკავშირებული  რეგულაციებიდან გამომდინარე, ეს უჩვეულო ფორმატით მოხდა. მოსწავლეებმა დედისადმი პატივისცემა და სიყვარული გამოხატეს ლექსებით, ჩანახატებითა და პრეზენტაციებით. ღონისძიებაზე გამოიკვეთა ის აზრი, რომ  დედა - სიცოცხლის წყაროა, გულწრფელი, უანგარო სიყვარულისა და სიხარულის გამზიარებელი. ეს არის სასწაული, რომლის შეცნობასაც ჩვენ დაბადებიდანვე ვიწყებთ. სიმბოლურია, რომ დედის დღე გაზაფხულის დასაწყისშია, ორივე სოცოცხლის საწყისია. დედის ალერსიან და თბილ ხელებს ყველაფერი შეუძლია, ხოლო მის ერთგულ გულში კი სიყვარული არასდროს არ ქრება.ის არის საუკეთესო მრჩეველი და მეგობარი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის მოუსმენს და დაეხმარება შვილს, ვისი გულისთვისაც მზად არის ყველაფერზე. 
ყველა დედას გილოცავთ გაზაფხულის ამ ლამაზ დღესასწაულს! გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, ბედნიერებას, შვილების კეთილდღეობას და გახარებას! გქონოდეთ იმის ძალა და შესაძლებლობა, რომ მისცეთ მათ მხიარული ბავშვობა, გადასცეთ და ჩაუნერგოთ სულიერი ფასეულობები, აღზარდოთ ისინი განათლებულ, წარმატებულ ადამიანებად და საამაყო მამულიშვილებად“,- აღნიშნავს სალიბაურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი სერგო ხოზრევანიძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203