გაიცანით, ბარბარე მარღიშვილი - პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის მეორე კლასის წარმატებული მოსწავლე, რომელმაც izrune.ge-ს დიპლომი დაიმსახურა
04-03-2021

იცნობდეთ, ჭკვიან და სასახელო ბარბარე მარღიშვილს, მეორე კლასის წარმატებულ მოსწავლეს, რომელმაც პატარა გარეჯვარის სკოლა ასახელა! 

„ჩვენ, მთელი ოჯახი ვამაყობთ izrune.ge-ს გუნდით. დიდ მადლობას გიხდით ჩვენს შვილებზე ზრუნვისთვის. ბარბარე ყოველთვის მოუთმენლად ელის izrune.ge-ს ტესტებს, ასევე ძალიან მოტივირებულია, თქვენი გუნდის დამსახურებით.
გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენ საყვარელ პედაგოგს - დალი არჩუაძეს, ასეთი პროფესიონალიზმისთვისა და თავდაუზოგავი შრომისთვის“,- გვწერს ბარბარეს მშობელი.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203