წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა საინტერესო კვლევა ჩაატარეს
04-03-2021
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზის მე-3 კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი მედეა უჩიძე) საგაკვეთილო მასალაზე - „ჯანსაღი კბილები“ კვლევა ჩააატარეს.

კვლევის თემას „კანფეტები“ წარმოადგენდა.

„პროექტი მიზნად ისახავდა, გაერკვიათ რატომ არის მავნებელი კანფეტი?

კვლევამ შემდეგი სამუშაო ეტაპები გაიარა:

როგორ შეიქმნა კანფეტი? რა სარგებლობა და ზიანი მოაქვს მას? თანატოლების გამოკითხვა შემდეგი კითხვებით: ა)რამდენად ხშირად მიირთმევთ კანფეტს? ბ)რატომ უყვართ ასე ძალიან კანფეტები ბავშვებს?

მოსწავლეებმა შეაგროვეს ინფორმაცია კანფეტების ისტორიის შესახებ, მოიძიეს ფოტოები, დაწერეს, გააფორმეს და შექმნეს პროექტი, წარმოადგინეს სურვილისამებრ, სხვადასხვა სახით (ფორმატზე, თაბახზე, ალბომით) მოახდინეს ნამუშევრების პრეზენტაცია, როგორც ინდივიდუალურად, ასევე წყვილებში).

მოწვეულმა სტუმარმა, სკოლის ექიმმა (სოფიო ხიჯაკაძე)  მოსწავლეებს მისცა საინტერესო ინფორმაცია და რჩევები, თუ როგორ უნდა მოუარონ და შეინარჩუნონ ჯანსაღი კბილები.

მოსწავლეებმა შეავსეს საერთო სქემა რეკომენდაციებით და გააკეთეს დასკვნა“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203