მახათაურის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა პედაგოგებს გაზაფხულის დადგომა და დედის დღე მიულოცეს
04-03-2021
ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის მახათაურის საჯარო სკოლაში გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე აღინიშნა.
სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა საკუთარი ხელით დამზადებული ბარათებითა და ცოცხალი ყვავილებით პედაგოგებს გაზაფხულის დადგომა და 3 მარტის დღესასწაული - დედის დღე მიულოცეს.