
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე მირიან დუმბაძე izrune.ge-ს ტესტებს წარმატებით ასრულებს და მაღალ ქულებს იღებს.
„ყველაზე მეტად მახარებს მათემატიკის და ბუნების კითხვები. ასევე, ჰიგიენა და წიგნიერების ხუთშაბათი მიყვარს,“ - ამბობს მირიანი.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.