„თოვდა და თბილისს ებურა თალხი“ - მახათაურის საჯარო სკოლაში კონკურსი ჩატარდა
04-03-2021
ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის მახათაურის საჯარო სკოლის ხელოვნების კლუბის წევრები კონკურსში სახელწოდებით - „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“ მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა საქართველოს ოკუპაციის დღე გაიხსენეს და ამ ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულება ნახატებით გამოხატეს.
კონკურსის ხელმძღვანელი ხელოვნების პედაგოგი თეა გოგოლიძე იყო.