თხილნარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე მირიან ცეცხლაძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი დაიმსახურა
04-03-2021

მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თხილნარის N1 საჯარო სკოლა აქტიურადაა ჩართული მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში izrune.ge.

სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლე მირიან ცეცხლაძეა, რომელიც მე-6 კლასში სწავლობს და ტესტებს ყოველთვის მონდომებით ასრულებს.

„მე მირიანი ვარ ცეცხლაძე. მიხარია, რომ კვლავ წინ გადავდგი ნაბიჯი და ისევ გავახარე ყველა. მიხარია, რომ izrune.ge ჩვენ გვერდითაა და გამუდმებით ზრუნავს ჩვენზე და ჩვენს ოჯახებზე,“ - აღნიშნავს მოსწავლე.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203