ქობულეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე დემეტრე შუბალიძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი დაიმსახურა
04-03-2021

ქობულეთის N1 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე დემეტრე შუბალიძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი დაიმსახურა.

დემეტრე ყოველი ხუთშაბათის მოსვლას მოუთმენლად ელოდება. ყველაზე მეტად მათემატიკური საკითხები მოსწონს. მას ძალიან უყვარს ცხოველები და მათი მოვლა. დემეტრეს ასევე ძალიან უყვარს ხატვა და გამოსდის კიდეც. უყვარს საინტერესო ამბების მოსმენა და უყურებს ისტორიულ ფილმებს. მაქსიმალურ ქულას რომ იღებს ტესტებში, ძალიან უხარია.

მისი კლასის დამრიგებელია მარი რომანაძეა, სკოლის დირექტორი კი - ნარგიზ რომანაძე. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203