„მადლობა, რომ გვაძლევთ საშუალებას ცოდნა შევიძინოთ“-ქუთაისის N36 სკოლის მოსწავლე მარიამ ჭანტურია izrune.ge-ს ტესტებს წარმატებით გადის
ქუთაისის N36 საჯარო სკოლა აქტიურადაა ჩართული მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში izrune.ge. სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლე მარიამ ჭანტურიაა, რომელიც მონდომებით ასრულებს ტესტებს და საკმაოდ კარგ შედეგებსაც აღწევს.„მე მარიამ ჭანტურია ვარ. ვსწავლობ ქ.ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში. ჩემი პედაგოგია ლელა ჟორჟოლიანი. 1
გ კლასში ვარ.
ყოველთვის ველი ხუთშაბათ დღეს, რომ დიდი სიხარულით მივიღო მონაწილეობა ტესტებში. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ამ გუნდის აქტიური წევრი ვარ. დიდი მადლობა თქვენ, რომ გვაძლევთ საშუალებას ცოდნა შევიძინოთ. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ლელა მასწავლებელს, იმ დიდი შრომისთვის და სიყვარულისთვის რასაც ჩვენში, თითეულ ბავშვში დებს. მადლობა ჩვენს დირექტორს, ლელა გრძელიშვილს“,-აღნიშნავს მოსწავლე.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.