„წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღე“ - ვაქირის საჯარო სკოლის V-XII კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ღონისძიება ჩატარდა
04-03-2021

„წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღე“ - ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვაქირის საჯარო სკოლის V-XII კლასებში ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ვიქტორინა, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ. ასევე გაიმართა თემასთან დაკავშირებული დისკუსია უფროს კლასელებს შორის. გარდა ამისა, ღონისძიების მონაწილეებმა დაამზადეს კედლის გაზეთიც.

მოსწავლეებმა მოისმინეს ლექციური საუბარი სკოლის ისტორიის პედაგოგებისგან.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ისტორიის პედაგოგი ქეთევან ალადაშვილი.


იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203