„არგონავტებთან ერთად მითების ლაბირინთში ვიმოგზაურეთ“- ხონის N3 სკოლის პედაგოგმა ლანა ლექვინაძემ შემოქმედებითი და საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა
04-03-2021

ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ლანა ლექვინაძემ შემოქმედებითი და საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილს სკოლის დირექტორი ვერიკო ბენიძეც ესწრებოდა და ის თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:

„გუშინ მე-5 გაკვეთილზე არგონავტებთან ერთად მითების ლაბირინთში ვიმოგზაურეთ. კაპიტანმა სია ამოიკითხა და შევცურეთ გაშლილ ზღვაში, გზადაგზა დაბრკოლებებს ვაწყდებოდით, დავალებებს ვასრულებდით და წინ მივიწევდით. საბოლოოდ, ლაბირინთს თავი არიადნას გორგალის დახმარებით დავაღწიეთ. მე საჩურქად ცოდნის ჩირაღდანი მივიღე.

ეს ყველაფერი მე-3 კლასში მოხდა. კაპიტანი ლანა მასწავლებელი იყო. ლაბირინთიდან კი, მაგრამ ემოციებიდან ვერ გამოვედი. ლანა მასწავლებელო, ბავშვებო თქვენ ხართ საუკეთესო არგონავტები,“- აღნიშნავს დირექტორი ვერიკო ბენიძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203