ორჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნების მასწავლებელთან ერთად დედის დღისთვის ლამაზი ნამუშევრები დაამზადეს
04-03-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა ივეტა პეტროსიანმა მოსწავლეებთან ერთად დედის დღე აღნიშნა და მშობლებს 3 მარტი - დედის დღე მიულოცა.
მასწავლებელი მე-5, მე-4 და მე-7 კლასის მოსწავლეებს მისალოცი ბარათებისა და ხელნაკეთი ყვავილების დამზადებაში დაეხმარა.
მოსწავლეებმა ფერადი ქაღალდებით ლამაზი ნამუშევრები შექმნეს, გარდა ამისა კედლის გაზეთიც დაამზადეს.
მოსწავლეებისთვის აქტივობა სახალისო და შემოქმედებითი იყო.