„არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე“ - ღარის საჯარო სკოლის მე-3 კლასში მათემატიკაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
„არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე“ - ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლის მე-3 კლასში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა მათემატიკაში. გაკვეთილს მასწავლებელი მაია ხიდაშელი ხელმძღვანელობდა. სკოლა „ახალი სკოლის მოდელშია" ჩართული და კომპლექსური დავალებებიც პროექტის ფარგლებში სრულდება.
„2021 წლის II სემესტრიდან ჩვენი სკოლა ჩაერთო პროგრამაში „ახალი სკოლის მოდელი''. პროგრამის მიზანია
სკოლაში სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება; სკოლის სახით ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც კარგი პიროვნებისა და მოქალაქის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს; სკოლის დირექციის და პედაგოგთა იმედი და მოტივაციაა, რომ მოხდება: სწავლის შედეგის ზრდა, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, რაც გულისხმობს თითოეული ბავშვის ჩართულობას, თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება, სწავლების გრძელვადიან სასწავლო მიზნებზე მორგებული სასწავლო პროგრამების/ფორმის დანერგვა, ტექნოლოგიების გაძლიერება.
შედეგის მიღწევის საშუალებაა კომპლექსური დავალებებით სწავლება, რომელიც ამ თვეში უკვე განხორციელდა რიგ საგნებსა და კლასებში. პროცესი თითოეული მასწავლებლისთვის საინტერესოა, საკითხები კი უკვე შესწავლილი“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები: