კლდეეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 3 მარტი დედებს ლექსებით მიულოცეს
03-03-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, კლდეეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად, არსებული რეგულაციებისა და ჯანდაცვის პროტოკოლის სრული დაცვით მიმდინარეობს. თუმცა გარკვეულ შეზღუდვებს ხელი არ შეუშლია კლდეეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, 3 მარტი - დედის დღე განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მოელოცათ დედიკოებისა და საყვარელი მასწავლებლებისთვის.

იმ დღეს, ნატო შაქარაშვილის, სკოლის წამყვანი პედაგოგის მუსიკის გაკვეთილზე განსაკუთრებული - ამაღლებული და სიყვარულით სავსე გარემო სუფევდა. მესამეკლასელებმა უსაყვარლეს ნატო მასწავლებელთან ერთად, კიდევ ერთხელ გამოხატეს სიყვარული და დედიკოებს 3 მარტი მიულოცეს. 

საქართველოში დედის დღე, პრეზიდენტის ინიციატივით, წლებია აღინიშნება.


იხილეთ ვიდეო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203