ჩხარის N2 სკოლის IIა კლასმა izrune.ge-ს „სუპერ კლასის“ ტიტული მეექვსედ მოიპოვა, ხოლო Iა კლასმა ეს ტიტული მეხუთედ დაიმსახურა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N2 საჯარო სკოლის IIა კლასმა izrune.ge-ს „სუპერ კლასის“ ტიტული მეექვსედ მოიპოვა, ხოლო Iა კლასმა ეს ტიტული მეხუთედ დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ორივე კლასის დამრიგებელი შორენა ტაბატაძე გახლავთ. შორენა ტაბატაძე არის დამრიგებელი, რომელიც დაუღალავად ზრუნავს მოსწავლებიის წახალისებასა და განათლებაზე. მან „იზრუნესგან“ მადლობის წერილიც მიიღო.
„სუპერ კლასი“ წამახალისებელი ტიტულია, რომელსაც კლასს, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი
izrune.ge „შემაჯამებელი ტესტის“ მაღალი შედეგების მიხედვით ანიჭებს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.