მუხურის N1 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური ღონისძიება ჩატარდა
04-03-2021
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მუხურის N1 საჯარო სკოლაში შიდა სასკოლო ინტელექტ-ჩემპიონატის „ყველაზე ჭკვიანი“ ტური გაიმართა.

ინტელექტუალური ღონისძიება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის იყო განკუთვნილი. გამარჯვებული გუნდი კი ორგანიზატორმა პედაგოგმა ქების სიგელით დააჯილდოვა.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ მსგავსი პროექტები მიზნად ისახავს ბავშვებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შექმნას", - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203