წეროვნის N2 სკოლის მოსწავლე ანი აბრამაშვილი ონლაინ-თამაშში - „საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ანი აბრამაშვილი ონლაინ-თამაშში - „საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
მოსწავლეს „ეტალონის“ ONLINE ინტელექტუალურ კონკურსში მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცა.
28 თებერვალს კონკურსი უკვე მეორედ ჩატარდა.
უპრეცედენტო პროექტი - ონლაინ-თამაში -„საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“, „ზუმის“, „ეტალონის“ კითხვების მეთოდოლოგიისა და izrune.ge-ს მაღალი ტექნოლოგიების შერწყმის საფუძველზე შეიქმნა.
იხილეთ ფოტო: