ქუთაისის N30 საჯარო სკოლის მოსწავლემ, დიმიტრი სულამანიძემ izrune.ge-ს დიპლომი დაიმსახურა
03-03-2021
ქუთაისის N30 საჯარო სკოლის მოსწავლე დიმიტრი სულამანიძე izrune.ge-ს ტესტებს ხალისით გადის და წარმატებასაც აღწევს. 

„მე ვარ დიმიტრი სულამანიძე, ქუთაისის N30 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე. ძალიან მომწონს თქვენი პროექტი. ვცდი
ლობ, არ გამოვტოვო არც ერთი სავარჯიშო და შემაჯამებელი ტესტი. ტესტებს ყოველთვის სწორად ვასრულებ, რაშიც დიდი წვრილი მიუძღვის ჩემს დამრიგებელს, ლია ჭიქაბერიძეს და ასევე, ჩემს მშობლებს. 

ჩემი ჰობია ცეკვა, ვცეკვავ ანსამბლ „ცეკურში“. მიყვარს ხატვა და წიგნების კითხვა“, - გვეუბნება დიმიტრი სულამანიძე.

ქუთაისის N30 საჯარო სკოლა არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურადაა ჩართული და პატარა იზრუნელებმა კარგად იციან, რომ მათ განვითარებაზე მუდმივად მზრუნველი პროექტი ყოველთვის დგას განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203