„ეტალონმა“ ნინოწმინდის N4 სკოლის წარმატებული აბიტურიენტი გიორგი გიგაევი დააჯილდოვა
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე გიორგი გიგაევი ონლაინ-თამაშში - „საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.მოსწავლეს „ეტალონის“ ONLINE ინტელექტუალურ კონკურსში მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცა.
28 თებერვალს კონკურსი უკვე მეორედ ჩატარდა.
უპრეცედენტო პროექტი - ონლაინ-თამაში -„საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“, „ზუმის“, „ეტალონის“ კითხვების მეთოდოლოგიისა და
izrune.ge-ს მაღალი ტექნოლოგიების შერწყმის საფუძველზე შეიქმნა.