„დუმილის თებერვალი“ - თერჯოლის N2 სკოლაში, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, გამოფენა გაიხსნა
03-03-2021
თერჯოლის N2 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავი აღინიშნა.
სკოლის ინფორმაციით, 25 თებერვალს სკოლაში გამოფენა, სახელწოდებით „დუმილის თებერვალი“ გაიხსნა.
„სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატების გვერდით, ოკუპაციის ამსახველი ფოტომასალაც გამოიფინა. პარალელურად, კლასებში ჩატარდა ლექციები 100 წლის წინანდელი ამბების შესახებ“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.