ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
03-03-2021
„იები ამოსულა... გაზაფხული მოდის... 3 მარტია - „დედის დღე" - ხონის მუნიციპალიტეტის მალხაზ აბაშიძის სახელობის ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა.
დაწყებითი კლასის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებისთვის ლამაზი ღონისძიება გამართეს.
„მოსწავლეებმა სიმღერებითა და ლექსებით, საცეკვაო ნომრებით გაზაფხულის მოსვლა და 3 მარტი - „დედის დღე" აღნიშნეს. პატარებმა სითბოთი და სიყვარულით სავსე გულებით, გაცისკროვნებული თვალებით, საკუთარი ხელით შექმნილი ბარათებით ყველა დედას მიულოცეს 3 მარტი. კიდევ ერთი ლამაზი დღე გვაჩუქეს ჩვენმა პატარებმა“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს