მარტვილის N2 სკოლის მოსწავლე მარიამ ჩიხლაძეს „ეტალონის“ ONLINE ინტელექტუალურ კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცა
მარტვილის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ჩიხლაძე „ეტალონის“ ონლაინ-თამაშში - „საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.მოსწავლეს „ეტალონის“ ONLINE ინტელექტუალურ კონკურსში მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცა.
28 თებერვალს კონკურსი უკვე მეორედ ჩატარდა
უპრეცედენტო პროექტი - ონლაინ-თამაში -„საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“, „ზუმის“, „ეტალონის“ კითხვების მეთოდოლოგიისა და izrune.ge-ს მაღალი ტექნოლოგიების შერწყმის საფუძველზე შეიქმნა.