
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლა 2021 წლის II სემესტრიდან პროგრამაში - „ახალი სკოლის მოდელი“ ჩაერთო.
პროგრამის ფარგლებში, მე-2 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნინო ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით, ქართული ენაში, კომპლექსური დავალება - „ილუსტრაციებზე დაყრდნობით შინაარსის გადმოცემა“ შეასრულეს.
„პროგრამის მიზანია: სკოლაში სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება; სკოლის სახით ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც კარგი პიროვნებისა და მოქალაქის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს; სკოლის დირექციისა და პედაგოგთა იმედი და მოტივაციაა, რომ მოხდება სწავლის შედეგის ზრდა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, რაც თითოეული ბავშვის ჩართულობას გულისხმობს. თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება; სწავლების გრძელვადიან სასწავლო მიზნებზე მორგებული სასწავლო პროგრამების/ფორმის დანერგვა; ტექნოლოგიების გაძლიერება.
შედეგის მიღწევის საშუალებაა კომპლექსური დავალებებით სწავლება, რომელიც ამ თვეში უკვე განხორციელდა რიგ საგნებსა და კლასებში. პროცესი თითოეული მასწავლებლისთვის საინტერესო საკითხები კი, შესწავლილ იქნა“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.