ორჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მისალოცი ბარათები დაამზადეს და დედებს ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს
03-03-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლა დედის დღეს აღნიშნავს.

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის მოწვეულმა მასწავლებელმა პრაქსია ისოიანმა პირველ და მესამე კლასელებთან ერთად დედის დღე მიულოცა საქართველოში მცხოვრებ ყველა დედას. უსურვა ჯანმრთელობა და ხანგრძლივი ცხოვრება. ბავშვებმა თვითონ შექმნეს მისალოცი ბარათები და გამოხატეს სიყვარული დედების მიმართ. მიუძღვნეს ლექსები და სიმღერები. იმედს ვიტოვებ, რომ  პანდემია მალე დასრულდება და ჩვენ შევძლებთ დავგეგმოთ დიდი ღონისძიებები და ლამაზად მოვეფეროთ დედებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდოები: 
















 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203