ხიზაბავრის საჯარო სკოლა „ახალი სკოლის მოდელში“ აქტიურად არის ჩართული
03-03-2021

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა პროექტებში.

სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაში -  ახალი სკოლის მოდელი“ აქტიურად არის ჩართული, რომლის ფარგლებშიც პედაგოგებმა შექმნეს და წარმატებით განახორციელეს კომპლექსური დავალებები.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გეოგრაფია–სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ლიანა მურადაშვილმა მონაწილეობა მიიღო შემაჯამებელ ფორუმში, სადაც წარადგინა კომპლექსური დავალება სახელწოდებით „ტერასული მეურნეობა სოფელ ხიზაბავრაში“; აგრეთვე სკოლაში ხორციელდება პროექტი, ადამიანის უფლებების ცნობიერების ამაღლების მიზნით - „მე გიცავს შენ და შენ დამიცავი მე“, რომელიც რამდენიმე აქტივობისგან შედგება. ერთ-ერთი აქტივობა იყო უფლებათა ხის“ შექმნა, რომელიც მოსწავლეებმა დიდი მონდომებით შესრულდეს, შექმნეს სასკოლო კლუბი მოდარაჯე“ და აქტიურად ჩაერთვნენ ახალი სასკოლო კულტურის დანერგვაში, რომელსაც ახორციელებს სკოლის დირექტორი აკაკი ადეიშვილი.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203