შუაფხოელი მოსწავლეები ამიერიდან სრულ საშუალო განათლებას მიიღებენ
10-11-2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას გადაწყვეტილებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლას მე-10, მე-11 და მე-12 კლასები დაემატა. 

სკოლა წლების განმავლობაში ცხრა კლასიანი იყო. საშუალო განათლების მისაღებად ბავშვებს უკანაფშავიდან მაღაროსკარის ან ბარისახოს სკოლებში გადასვლა და უმეტეს შემთხვევაში პანსიონებში, მძიმე პირობებში ცხოვრება უწევდათ. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც შვილის პანსიონში გაშვებაზე უარი თქვა, უკანაფშავიდან ბარის სოფლებში გადასახლდა. მინისტრმა გაითვალისწინა არსებული მძიმე ვითარება და შესაბამისი ცვლილება განახორციელა. ცვლილებამ უკვე მოიტანა პირველი კარგი შედეგი - სოფელს სამი ოჯახი დაუბრუნდა.

„უკანაფშავში სამი ბავშვი დაგვიბრუნდა. ეს სამი ბავშვი სამი ოჯახია. სკოლა ბავშვებისგან არ დაიცლება და სოფელი მოსახლეობისგან“, – შუაფხოს სკოლის დირექტორი, ირმა ცქიფაშვილი დარწმუნებულია, რომ სრული საშუალო სკოლა სოფლის გადარჩენას ხელს შეუწყობს.

ამ დროისთვის შუაფხოს სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს.

იხილეთ ასევე: 

შუაფხოს სკოლის დირექტორი, 10 შვილის დედა მცირეკონტინგენტიანი სკოლის ყოველდღიურობასა და მთის ცხოვრებაზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203