„წარსულის დავიწყება დანაშაულია“ - ყვარლის N2 სკოლაში, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
03-03-2021
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში, ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.

„1921 წლის 25 თებერვალი საქართველოს ბედკრული ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მონაკვეთია. ყოველგვარი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით, რუსეთმა წაგვართვა დამოუკიდებლობა. 70 წლის განმავლობაში, ავიწყებდა ქართველებს საკუთარ წარსულს და გაყალბებული ისტორიით „კვებავდა“.

დღეს სწორედ ეს გავიხსენეთ, რადგან წარსულის დავიწყება დანაშაულია.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 25 თებერვალი იყო, არის და იქნება რუსული ოკუპაციის „შემოქმედება“, რომელიც დღესაც გრძელდება“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203