ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თოჯინების თეატრი - „ენაჭარტალა“ დადგეს
03-03-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე დიორამის სახით შემაჯამებელი დავალება წარმოადგინეს.

სკოლის ინფორმაციით, მესამეკლასელებმა (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა აბაშიძე) იმპროვიზებული თოჯინების თეატრი „ენაჭარტალა“ დადგეს.

„აქტივობის მიზანი იყო: მოსწავლეები ივითარებენ გაგება-გააზრების უნარს; ეჩვევიან დეტალებზე დაკვირვებასა და მათ შორის კავშირების აღმოჩენას; ვარჯიშობენ ტექსტის წარმოსახვაში, გაცოცხლებაში.

გარდა ამისა, აქტივობა - გაკვეთილის თემა მიზნად ისახავს მოსწავლეებში ისეთი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებას, როგორიცაა სიკეთის კეთება, მეგობრობა, ნდობა, ურთიერთპატივისცემა, გულმოწყალება.

ბავშვების მიერ წარმოდგენილმა „თოჯინების თეატრმა“ ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა", - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203