სამტრედიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის დღეს ონლაინ კონფერენცია მიუძღვნეს
03-03-2021

სამტრედიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, თბილისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, საბჭოთა ოკუპაციის დღე გაიხსენეს და ქვეყნის ტრაგიკულ პერიოდს შემოქმედებითი ონლაინ კონფერენცია მიუძღვნეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის N37 საჯარო სკოლის დირექტორი ლარისა მელაძე და სამტრედიის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ვენერა ოდილავაძე. 

„25 თებერვალს ტკივილმა გააერთიანა უცნობი ადამიანები. სამტრედიის N3 საჯარო სკოლამ მივიღეთ გამოწვევა თბილისის N37   საჯარო სკოლისგან, ერთად აღგვენიშნა ჩვენი ერისთვის ტრაგიკული დღე და ამ დღეს მიუძღვნეს ონლაინ კონფერენცია.  

XII  კლასის მოსწავლეებმა  წარმოადგინეს საკონფერენციო ნაშრომები თემაზე: „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“,  როგორც ისტორიის,  აგრეთვე ლიტერატურის მიმართულებით.   

შეხვედრას ემოციის გარეშე არ ჩაუვლია, მოგონებები „გარდასულ დღეთა“ ყოველთვის სევდასთან არის კავშირში. ბედნიერებაა ის, რომ თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოს შვილები იხსენებდნენ 1921 წლის 25 თებერვლის გმირებს“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.  

კონფერენციის ორგანიზებაში დიდი წვლილი მიუძღვის პედაგოგებს: ფიქრია მსხილაძეს, თამარ ჩხაიძესა და დათო ტაბახმელაშვილს.   

შეხვედრის დასასრულს, თბილისის N37 საჯარო სკოლის დირექტორმა პარტნიორი სკოლა ახალი ფორმატით 26 მაისის აღსანიშნავად მიიწვია. 


იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203