ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, აიდა ვერმიშიანმა ესეების კონკურსში მე-3 ადგილი დაიკავა
03-03-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე აიდა ვერმიშიანი „ახალგაზრდული იდეების კონკურსის" ფარგლებში განხორციელებულ პროექტში მონაწილეობდა.
სკოლის ინფორმაციით, აიდა ვერმიშიანი ქართულენოვანი ესეების ნომინაციაში მე-3 ადგილის მფლობელი გახდა.
კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 1-ელ მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა.
„შეხვედრას ესწრებოდა მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კენან ომაროვი, თანაშემწე ადილ ალიევი, კონკურსის მონაწილეები, ორგანიზაციის წარმომადგენლები, სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის დირექტორი რიმა გარიბიანი და კონსულტანტ-მასწავლებელი ლალი მარგიანი.
გამარჯვებულებს სიგელებთან ერთად ფასიანი საჩუქრებიც გადაეცათ.
პროექტი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული „ახალგაზრდული იდეების კონკურსის“ ფარგლებში, ახალი აზროვნების ინსტიტუტის ორგანიზაციის ახალგაზრდების მიერ ხორციელდებოდა“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს