იელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის თემაზე კვირეული მოაწყვეს
03-03-2021
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლის VII-IX კლასის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის თემაზე კვირეული მოაწყვეს. მოსწავლეებმა საზოგადოებას წარუდგინეს შესაბამის თემატიკაზე შექმნილი ნახატები, წაიკითხეს მოხსენებები, გამართეს დოკუმენტური ფილმების ჩვენება და იმსჯელეს ოკუპაციის მიზეზებსა და შედეგებზე.
საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია განახორციელა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა. საქართველოს მთავრობა 24 თებერვალს საკუთარი ჯარები უკან გამოიხმო და 25 თებერვალს წითელი არმია თბილისში შემოვიდა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს