„გაზაფხული, ქალი და დედა - ერთად გამეფდა ამ ქვეყანაზე“- წყალტუბოს N1 სკოლის მეხუთეკლასელებს თავისუფალი გაკვეთილი ჩაუტარდათ
03-03-2021

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე- 5 და მე-6 კლასებში თემაზე - გაზაფხული, ქალი და დედა თავისუფალი გაკვეთილი ჩატარდა. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები, ლექსები, ჩანახატები, დახატეს ნახატები და მისალოცი ბარათები შექმნეს. 

„გაზაფხული, ქალი და დედა - ერთად გამეფდა ამ ქვეყანაზე...

დიახ, დადგა გაზაფხული, რომელმაც მზესთან და სითბოსთან ერთად მოიტანა ორი ლამაზი დღესასწაული: დედისა და ქალთა დღე... სწორედ ეს გახლდათ მუხტი დღევანდელი დღისა...

ყველა დედა - ქალია, ყველა ქალი კი პოტენციური დედა...ამიტომ არ არსებობს ეს ორი მცნება ცალ-ცალკე...

ქალი, როგორც გაზაფხული სიცოცხლის, მარადიულობის, ახალგაზრდობის, სისპეტაკისა და ყოველივე მშვენიერების სიმბოლოა...სწორედ ამიტომ შეუკერა ქართველმა ხალხმა ამ დღესასწაულებს სადედოფლო კაბა წელიწადის ამ დროს, დასვა სამეფო ტახტზე და გახადა „ხელიხელსაგოგმანები“...რადგან, გაზაფხული ქალია, ქალი კი გაზაფხული: „გაუმარჯოს გაზაფხულს,რომელსაც სურნელი ასდის ქალის“...

გაზაფხული, ქალი და დედა - სწორედ ამ თემაზე ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი მე- 5ბ (დამრიგებელი:თათია ივანეიშვილი) და მე-6გ (დამრიგებელი:მაკა ჟორჟოლიანი) კლასებში (ქართული ენა-ლიტერატურის მასწავლებელი: სალომე ქობალია)...მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები, ლექსები, ჩანახატები...დახატეს  „არა ჩვეულებრივი“ ნახატები და საკუთარი ხელებით შექმნეს დედებისათვის მისალოცი ბარათები...ბოლოს კი მოგვიწოდეს, რომ „სანამ თვალით ამ სამყაროს ვხედავთ...ჩავეხუტოთ, მოვეფეროთ დედას“...“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203