კარწახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღე აღნიშნეს
03-03-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღე აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მე-6 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიება გამართეს.
„სასიხარულოა და იმედისმომცემი გაზაფხულის დადგომა... და კიდევ უფრო იმედის მომცემი, სკოლის კედლებში ისეთი ლამაზი დღის აღნიშვნა, როგორიც დედის დღეა. კარწახის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელები სიხარულით ელოდნენ ამ დღეს. ელოდნენ, როდის მიულოცავდნენ თავიანთ დედიკოებს... მერე რა, რომ პანდემიაა; მერე რა, რომ დედა ვერ ისმენს მისი შვილის თრთოლვით ნათქვამ „მიყვარხარ დედას“... დედაშვილობას აკლდება რამე ამით? - არაფერი... მუდამ იქნება და მუდამ სიცოცხლის გამგრძელებლის სამადლობელი სიტყვა არ მოიშლება სკოლაში... ქვეყანაში, სამყაროში...
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ვენერა მიქელაძე და ბუნებისმეტყველებისა და სომხური ენის მასწავლებელი სათენიკ ვარდერესიანი. მადლობა მათ ამ საინტერესო და ლამაზი დღისთვის“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს