ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში „ილია ჭავჭავაძის საღამო“ გაიმართა
03-03-2021
ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, საინფორმაციო შეხვედრა, სახელწოდებით „ილია ჭავჭავაძის საღამო“ ჩატარდა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი თემები: პოეზიის არსი; ილიას დაბადება/აღზრდა/განათლება; დაოჯახება; ახალგაზრდობის პერიოდი; შემოქმედება; მკვლელობა; ხსოვნა.
თვითმმართველობის წევრებმა მოსწავლეებისთვის ასევე მოამზადეს ტესტი - „რამდენად კარგად იცნობთ ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას?“
აღნიშნულმა აქტივობამ ღონისძიება კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა.