„დუმდა სიონი და დუმდა ხალხი...“ - არგვეთის საჯარო სკოლაში, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელდა
03-03-2021
პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლაში ოკუპაციის 100 წლისთავი აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სამოქალაქო განათლების კლუბის - „დომენიკოსა“ და „დებატ კლუბის“ ინიციატივით ღონისძიება, სახელწოდებით „დუმდა სიონი და დუმდა ხალხი...“ დაიგეგმა და განხორციელდა.
„მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს მარო მაყაშვილის დღიურიდან ამონარიდები; პრეზენტაცია „სუსხიანი თებერვალი“; აჩვენეს დოკუმენტური ფილმი - „სატელეგრაფო ოკუპაცია“.
გაიმართა დებატები თემაზე - შეეძლო თუ არა დამოუკიდებელ საქართველოს საბჭოთა რუსეთთან ომის მოგება;
ღონისძიების ორგანიზატორი იყო სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მზია კიპაროიძე“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს