ლეციცხვაიეს საჯარო სკოლა გარემოსდაცვითი კონკურსის ფინალურ ტურში განათლების სამინისტროს რჩეული გახდა
03-03-2021
გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლა გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველი 2020-ის“ ფინალურ ტურში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რჩეული სკოლა გახდა და ტექნიკის ვაუჩერით დასაჩუქრდა.
აღნიშნული სკოლა ასევე რეგიონის გამარჯვებულ სკოლას წარმოადგენს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საჯარო სკოლის ეკო-კლუბმა, სპეციალური პრიზით - ტექნიკის 3200-ლარიანი ვაუჩერით, საჭირო ტექნიკა შეიძინა.
„მადლობა განათლების სამინისტროს და ქალბატონ ეკატერინე დგებუაძეს დაწესებული პრიზისთვის.
კეცხოველის სასკოლო პრემია 2015 წელს CEEN-ის მიერ,ორგანიზაცია „ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის“ ფინანსური მხარდაჭერით დაარსდა და დღემდე კონკურსის ფარგლებში 1000-ზე მეტმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა.
კონკურსი საქართველის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის თანაორგანიზატორობით გაიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს