ქვედა სიმონეთის N1 სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა დედის დღე აღნიშნეს და მისალოცი ბარათები დაამზადეს
03-03-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა დედის დღე აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მეორეკლასელებმა ქართული ენის გაკვეთილზე ლექსები წაიკითხეს. მოსწავლეებმა დედებს ულამაზესი მისალოცი ბარათები დაუმზადეს.
„დედა გაზაფხულის ყვავილივით თბილი და ნაზი“ - ამ თემით დაიწყო დღეს ქართული ენის გაკვეთილი ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასში. პატარები ლექსებითა და თბილი სიტყვებით მოეფერნენ დედებს დადაუმზადეს ულამაზესი მისალოცი ბარათები. არც ხათუნა მასწავლებელი დავიწყებიათ და გულის ამაჩუყებელი სიტყვებით და ყვავილებით მიულოცეს გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე! დიდი მადლობა ამ მშვენიერი დღისთვის ჩვენო პატარებო“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს