ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge -ს ოქროს და ვერცხლის დიპლომები დაიმსახურეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge -ს ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი და ყოველთვის სამაგალითო შედეგი აქვთ. ამჯერადაც, შემაჯამებელ ტესტში მათ უმაღლესი ქულები დაიმსახურეს.
სკოლის დირექცია ამაყობს წარჩინებული და აქტიური მოსწავლეებით.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები