
ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, მარიამ ბარამიძე ონლაინ-თამაშში - „საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
მოსწავლეს „ეტალონის“ ONLINE ინტელექტუალურ კონკურსში მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცა.
28 თებერვალს კონკურსი უკვე მეორედ ჩატარდა.
უპრეცედენტო პროექტი - ონლაინ-თამაში -„საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“, „ზუმის“, „ეტალონის“ კითხვების მეთოდოლოგიისა და izrune.ge-ს მაღალი ტექნოლოგიების შერწყმის საფუძველზე შეიქმნა.