სენაკის N1 სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულსა და დედის დღეს საინტერესო აქტივობა მიუძღვნეს 
03-03-2021
სენაკის გენო ადამიას სახელობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ შორენა ნოდიას ხელმძღვანელობით, გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე აღნიშნეს.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მე-2 კლასმა საინტერესო და კრეატიული აქტივობა გამართა.

„მე-2 კლასი თებერვლის მიწურულიდან ემზადებოდა ამ დღისთვის. თითქმის სამი კვირა მოანდომეს ღირსეულად აღენიშნათ(რეგულაციების დაცვით) გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე.

უსაზღვროა მათი ფანტაზია და შემოქმედება. მთელი სითბო, სიყვარული და მონდომება ჩანს მათ ნამუშევრებში, რომელიც მთელი გულით მიუძღვნეს საყვარელ დედებს. წარმატებები პატარა კრიატიულო ხელოვანებო", - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

იხილეთ ვიდეო ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203