
„დიდი წიგნი“ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გომბორის საჯარო სკოლაში კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პირველი კლასის წამყვანმა მასწავლებელმა მარეხი დიდებაშვილმა კითხვის კვირეული მოაწყო.
კვირეულს დაწყებითი კლასის მოსწავლეები ხალისით და აქტიურად შეუერთდნენ.
პატარებმა წაიკითხეს ირმა მალაციძის „კუ და კატა“. აქტივობა მათთვის ხალისიანი და საინტერესო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები